ბარსელონაში ATP 500 სერიის ტურნირის ფინალში კორტის მასპინძელი კარლოს ალკარასი მოულოდნელად დამარცხდა.
ფინალში ალკარასის მეტოქე დანიელი ჰოლგერ რუნე იყო და მატჩის წინ ფავორიტად კარლოსი მოიაზრებოდა, რომელმაც ზედიზედ მე-2 ტურნირზე შეძლო გადამწყვეტ მატჩამდე მისვლა, წინა კვირას მან მონტე კარლოს მასტერსი მოიგო.
თუმცა, ფავორიტის სტატუსის გამართლება ალკარასმა ვერ შეძლო და თამაში 6:7 (6) 2:6 წააგო. პირველ სეტში მან მეტოქის მოწოდება პირველმა მოიგო და 3:2 წაიყვანა, თუმცა უპირატესობა შემდეგსავე გეიმში გაანიავა, საბოლოოდ კი სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო.
მეორე სეტი გაცილებით ნაკლებად დაძაბული გამოვიდა - 2:2-მდე ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებას ინარჩუნებდნენ, შემდეგ კი ჰოლგერმა ზედიზედ 4 გეიმი და მასთან ერთად მატჩი და ტურნირი მოიგო.
დღევანდელ მატჩამდე ჩოგბურთელებს ერთმანეთში 4 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და ალკარასი 3:1-ს იგებდა.