მონაკოში მონტე-კარლოს 1000-ქულიანი მასტერსი გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე ცნობილია თუ ვინ შეხვდებიან ერთმანეთს 1/2 ფინალურ ეტაპზე.
პირველ წყვილში ესპანური დაპირისპირება შედგება, სადაც კარლოს ალკარასი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დამარცხებას შეეცდება.
მეორე წყვილში კი ფინალისტის ვინაობას იტალიელი ლორენცო მუსეტი და ავსტრალიელი ალექს დე მინორი გაარკვევენ.
ორივე მატჩი 12 აპრილს გაიმართება, ფინალი კი 13 აპრილს შედგება.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სტეფანოს ციციპასია, რომელიც წლევანდელ გათამაშებაში 1/4 ფინალში მუსეტისთან 3 სეტში დამარცხდა.