მონტე კარლოს მასტერსის 1/16 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩილელ ალეხანდრო ტაბილოსთან დამარცხდა.
შეხვედრა 1 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა და ტაბილოს გამარჯვებით 6:3 6:4 დასრულდა.
საინტერესოა, რომ ნოვაკი და ალეხანდრო ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ და ორივე ეს შეხვედრა ტაბილომ ორ სეტში მოიგო - შარშან რომის მასტერსზე და ახლა, მონტე კარლოში.