მაიამის მასტერსის მე-2 წრეში სენსაცია დაფიქსირდა.
ბელგიელმა დავიდ გოფენმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და 2022 წლის ჩემპიონი, კარლოს ალკარასი დაამარცხა.
2 საათსა და 20 წუთს გაგრძელებული შეხვედრა ვეტერანის გამარჯვებით 5:7 6:4 6:3 დასრულდა და ალკარასი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.