იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურში ნაპოლი მონცას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. ჯაკომო რასპადორის ჩაწოდების შემდეგ შოტლანდიელმა თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
ნაპოლიმ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 71 ქულით ლიდერ ინტერს გაუთანაბრდა, რომელიც ამ ტურში ბოლონიას უნდა ესტუმროს.
72' მაკტომინეი 0-1