VIDEO: სოულეს ულამაზესი გოლი - რომაული დერბი ფრედ დასრულდა
13 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის დედაქალაქ რომში, სტადიო ოლიმპიკოზე დერბი დელა კაპიტალე გაიმართა. ლაციოსა და რომას მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
გულშემატკივარმა ორივე გოლი მეორე ტაიმში იხილა. 47-ე წუთზე ანარიში ალესანდრო რომანიოლიმ გახსნა.
69-ე წუთზე კი არგენტინელმა მატიას სოულემ ბრწყინვალე შორეული გასროლით გაათანაბრა ანგარიში. მისი დარტყმული ჯერ ხარიხას მოხვდა შემდეგ კი კარის ხაზი გადაკვეთა.
ლაციო 56 ქულით მე-6 ადგილზეა, რომას კი 2 ქულით ნაკლები აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება.