იტალიაში მოთამაშეების მხრიდან ფსონების განთავსების სკანდალს დასასრული არ უჩანს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იტალიური La Reppublica ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
საგამოძიებო ორგანოები სანდრო ტონალისა და ნიკოლო ფაჯოლის ტელეფონების დახმარებით ახალ სახელებზე გავიდნენ, ჯამში კი მილანის პროკურატურამ გამოძიება იტალიის სერია ა-ს 12 მოქმედ თუ ყოფილ ფეხბურთელზე დაიწყო.
ალესანდრო ფლორენცი, მატეო კანსელიერი, ანხელ დი მარია, ვესტონ მაკკენი, რაულ ბელანოვა, სამუელე რიკი, მატია პერინი, ჯუნიორ ფირპო, ლეანდრო პარედესი - ეს არის მოთამაშეების არასრული ჩამონათვალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი და ნიკოლო ფაჯოლი ფსონების განთავსებასთან დაკავშირებით უკვე დაისაჯნენ და დიდხნიანი დისკვალიფიკაციაც მოიხადეს.