იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში ბოლონიამ საკუთარ მოედანზე ნაპოლი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე ფრანკ ზამბო-ანგისამ გახსნა, რომელმაც სოლო-რეიდით მოახერხა გოლის გატანა. ნაპოლიმ პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 64-ე წუთზე დან ნდოიემ ეფექტური დარტყმით მოახერხა პარტენოპეის კარის აღება.
საბოლოოდ ბოლონიასა და ნაპოლის მატჩი 1-1 დასრულდა და კონტეს გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ნაპოლი 65 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ინტერს 3 ქულით ჩამორჩება, ბოლონია კი 57-ე ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და მდევარ იუვენტუსს 1 ქულით უსწრებს.