VIDEO: მამუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ტორონტომ მაიამიში მოიგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა მაიამი ჰიტი სტუმრად სოლიდური სხვაობით დაამარცხა - 112:91.
მამუმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ჯამში პარკეტზე 27:29 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი. 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. 1 ჩაჭრა და 1 დაკარგვაც ჰქონდა.
NBA-ის ოფიციალური საიტის მიხედვით, ეფექტიანობის ინდექსის მხრივ, მისი მაჩვენებელი 19 გახლდათ, რაც მხოლოდ იმანუელ ქვიქლისა (27) და სკოტი ბერნსის (21) შედეგს ჩამორჩებოდა.
რეპტორსმა რეგულარულის 31-დან მე-18 შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილი დაიბრუნა.