VIDEO: მარცხი 1/2 ფინალში - შერმადინის ტენერიფე ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონში გამოსვლა 1/2 ფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ესპანეთის ქალაქ ბადალონაში გამართულ ოთხთა ფინალში, კანარიელთა მეტოქე ლიეტუვური რიტასი იყო, რომელთანაც ოთხივე მეოთხედი წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ - 69:87.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21:40 წუთი გაატარა - 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი. გუნდში მასზე მეტი ქულა ფრან გერასა (13) და მარსელინო ჰუერტასს (21) ჰქონდათ.
შედეგად, ტენერიფე ითამაშებს მე-3 ადგილისთვის მატჩს, რომელიც 9 მაისს ჩატარდება - მეტოქე უნიკახა მალაგაა. 9 მაისსვეა ფინალური შეხვედრა - რიტასი ბერძნულ აეკ-ს დაუპირისპირდება.