ირაკლი აზაროვის შახტარ დონეცკი უეფა-ს კონფერენს ლიგის 2025-26 წლების სეზონის გათამაშებას 1/2 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ინგლისურ კრისტალ პალასთან განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრაში, უკრაინელები 1:2 დამარცხდნენ, ორი მატჩის ჯამში 2:5 წააგეს და ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს. აზაროვს არც ამჯერად უთამაშია - მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
არდა თურანის შახტარი წლევანდელ სეზონში მხოლოდ უკრაინის პრემიერ ლიგის იმედადაა, რომელშიც ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა - ბოლო 4 ტურში 3 ქულის მოპოვებაც ეყოფა.
შედეგად, კონფერენს ლიგაზე ინგლისურ-ესპანური ფინალი მივიღეთ - 27 მაისს, ლაიპციგში, რედ ბულ არენაზე, კრისტალ პალასი მადრიდულ რაიო ვალეკანოს შეხვდება. ორივე გუნდი მისთვის პირველ ევროპულ ფინალში მონაწილეობს.