უეფას ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა.
ნოტინგემთან 1-0 მარცხის შემდეგ ასტონ ვილამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქე 4-0 გაანადგურა და ფინალში გავიდა (4-1). ბირმინგემელებიდან თთო გოლი ოლი უოტკინსმა და ემილიანო ბუენდიამ გაიტანეს, ჯონ მაკგინმა კი დუბლი შეასრულა.
უნაი ემერის გუნდის მეტოქე ფინალში ფრაიბურგი იქნება, რომელმაც პირველი მატჩი ასევე წააგო 2-1, ახლა კი ბრაგა 3-1 დაამარცხა და ორი შეხვედრის ჯამში იმარჯვა (4-3). გერმანელების შემადგენლობაში დუბლი ლუკას კუბლერმა მიითვალა, ერთი გოლი კი იოჰან მანზამბიმ გაიტანა.
ასტონ ვილასა და ფრაიბურგის ფინალური მატჩი 20 მაისს, სტამბოლში, ბეშიქთაშის თუფრაშის სტადიონზე ჩატარდება.
რაც შეეხება კონფერენს ლიგას, აქ კრისტალ პალასმა დონეცკის შახტარს მეორე მატჩიც მოუგო (2-1) და ორი შეხვედრის ჯამში 5-2 დაამარცხა, რაიო ვალეკანომ კი კვლავ მინიმალური ანგარიში დააფიქსირა (0-1) და სტრასბურგს ჯამში 2-0 აჯობა.
კრისტალ პალასისა და რაიო ვალეკანოს ფინალური შეხვედრა 27 მაისს, ლაიფციგში გაიმართება.