ლივერპულმა ფანების პროტესტის შემდეგ ბილეთების ფასების ზრდის სკანდალური სამწლიანი გეგმა გააუქმა.
თავდაპირველი გეგმა, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, მომავალ სეზონში ფასების 3%-იან მატებას, ხოლო მომდევნო ორ სეზონში ინფლაციის შესაბამის ზრდას ითვალისწინებდა.
ვან დაიკი ბილეთების გაძვირებაზე საუბრობს
გულშემატკივრებმა ამ პოლიტიკას პრემიერ ლიგის საშინაო მატჩებში ფულემისა და კრისტალ პალასის წინააღმდეგ პროტესტით უპასუხეს. მართალია, მომავალ სეზონში სტანდარტულ ბილეთებზე ინფლაციური 3%-იანი მატება მაინც გავრცელდება, მაგრამ კლუბმა პირობა დადო, რომ მომდევნო კამპანიისთვის ფასებს სრულად გაყინავს.
ამჟამად კლუბი და გულშემატკივართა საბჭო ერთობლივად მუშაობენ გრძელვადიანი გამოსავლის მოსაძებნად, რათა ფეხბურთი ხელმისაწვდომი დარჩეს და მომავალში ბილეთების ფასების ზრდა თავიდან აიცილონ.