ვირჯილ ვან დაიკი თვლის, რომ ლივერპულის ფანებს აქვთ სრული უფლება, გააპროტესტონ ბილეთების გაძვირება. ის კლუბს მოუწოდებს, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ მოაგვარონ.
ლივერპულმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასები მოიმატებს. ამის გამო, შაბათს, ფულემთან მოგებულ მატჩში ფანებმა საპროტესტო ბანერები გამოაკრეს და ტრიბუნებიდან თავიანთი ცნობილი დროშები აიღეს.
კაპიტანი ვან დაიკი თვლის, რომ ამან შეიძლება გუნდზეც იმოქმედოს, თუმცა ამბობს, რომ ფანების კარგად ესმის:
ჩემი აზრით, ფანები ამ კლუბის გული და სული არიან. რაღაცის გაპროტესტება მათი უფლებაა. იმედია კლუბთან საერთო ენას გამონახავენ. ამ პრობლემის მოგვარება მე არ შემიძლია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩვენი ფანები არიან თვითონ კლუბი. ისინი იყვნენ ჩემამდე და იქნებიან ჩემ შემდეგაც.