არნე სლოტმა კურტის ჯონსის ტრავმაზე ისაუბრა. ლივერპულისთვის სიახლეები ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი. მწვრთნელის განცხადებით გასაკვირი იქნება თუ 25 წლის ფეხბურთელი პსჟ-სთან თამაშს შეძლებს.
შაბათს ლივერპულმა ფულემი 2:0 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა, თუმცა ამ გამარჯვებას თავისი ფასი ჰქონდა: ჯონსმა ტრავმა მიიღო და მოედანი შესვენებაზე დატოვა. სლოტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ფეხბურთელი მომავალ შეხვედრას დიდი ალბათობით გამოტოვებს.
ჯონსი წელს გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის სლოტის ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ხვდებოდა, მაგრამ პსჟ-სთან საპასუხო შეხვედრაში კარგი არჩევანი იქნებოდა.
ლივერპულს ენფილდზე ურთულესი ამოცანა ელის, რადგან პირველი მატჩი პარიზში 0:2 წააგეს. პსჟ პირველ შეხვედრაში აშკარად დომინირებდა და სლოტის გუნდს საოცარი თამაში დასჭირდება, რომ ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს.