ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ცხრა ქულა და გადამწყვეტი კვირა - გვარდიოლა საჩემპიონო რბოლაზე საუბრობს
ფეხბურთიფეხბურთი

ცხრა ქულა და გადამწყვეტი კვირა - გვარდიოლა საჩემპიონო რბოლაზე საუბრობს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტის მწვრთელმა, პეპ გვარდიოლამ, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ მისი გუნდი ჩელსის ვერ დაამარცხებს, საჩემპიონო იმედები საბოლოოდ გაქრება.


ამ უქმეებზე სიტი არსენალს ცხრა ქულით ჩამორჩება, თუმცა მათ მარაგში ორი გამოტოვებული მატჩი აქვთ (მას შემდეგ, რაც არსენალი შაბათს ბორნმუთთან დამარცხდა). იმის გათვალისწინებით, რომ მეთოფეები მომავალ კვირას ეტიჰადს ეწვევიან, სიტის ტიტულის შანსები მცირეა.


გვარდიოლამ განაცხადა:


არ ვიცი, რა მოხდება. სხვაობა დიდია, ამას ვერ უარვყოფ. ცხრა ქულა და ერთი გამოტოვებული თამაში - მაგრამ ეს თამაში ჯერ მოსაგებია. დისტანცია დიდია. არსენალის ერთხელ დამარცხებაც კი საოცრებაა, წარმოიდგინეთ, ეს ორჯერ რომ გავაკეთოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მათ არცერთი მატჩი არ წაუგიათ. მათი ციფრები, სტაბილურობა და დეტალები უმაღლესი დონისაა.

სულ არსენალზე, არსენალზე და არსენალზე ვსაუბრობთ. თუ სტემფორდ ბრიჯზე ვერ მოვიგებთ, რაც არ არის იოლი, მაშინ არსენალთან მატჩის წინ პრესკონფერენციის ჩატარებაც აღარ დაგვჭირდება, რადგან ყველაფერი დასრულებული იქნება. ყველამ იცის ეს: თქვენც, მეც, ფეხბურთელებმაც და მთელმა ინგლისმაც. ბევრი თამაშია დარჩენილი და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ. ერთი ფრეც კი აღარ გვაწყობს. ცხრა ქულა არსენალის წინააღმდეგ ძალიან ბევრია.


გვარდიოლამ მიმდინარე სეზონიც შეაფასა:

პრემიერ ლიგის სეზონი 11 თვე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ ვიყავით კარგები, მაგრამ არა საკმარისად კარგები მოსაგებად. წარსულში ყოველთვის ვპოულობდით გზას გამარჯვებისთვის მაშინაც კი, როცა ძალიან ცუდად ვთამაშობდით. წელს კი ეს გზა ვერ ვიპოვეთ. ქულების თვალსაზრისით თუ შევადარებთ იურგენის ლივერპულს ან არსენალის 90-ქულიან სეზონებს, წელს ჩვენ საუკეთესოები არ ვყოფილვართ. თუმცა, მომავალში მზად ვიქნებით, რომ უფრო ახლოს ვიყოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ.


მიუხედავად პრემიერ ლიგაში არსებული სირთულეებისა, სიტიმ წელს უკვე მოიგო ერთი ტიტული. კარაბაოს თასის ფინალში სწორედ არსენალი დაამარცხა. ასევე, ისინი კვლავ იბრძვიან ინგლისის თასისთვის, სადაც გასულ უქმეებზე ნახევარფინალში გავიდნენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
მან სიტი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბორმუნთის მცველს ინგლისურ გრანდებს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბორმუნთის მცველს ინგლისურ გრანდებს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მამარდას მშრალი მატჩი — ლივერპულმა ენფილდზე ფულემი დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მამარდას მშრალი მატჩი — ლივერპულმა ენფილდზე ფულემი დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაწყევლილი 32-ე და 33-ე ტურები - კიდევ ერთხელ განიავებული პრემიერ ლიგა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაწყევლილი 32-ე და 33-ე ტურები - კიდევ ერთხელ განიავებული პრემიერ ლიგა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გიოკერესი არსენალის მარცხს მოედანს აბრალებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გიოკერესი არსენალის მარცხს მოედანს აბრალებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ბორმუნთის მცველს ინგლისურ გრანდებს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება

News image

5 სთ წინ

VIDEO: მამარდას მშრალი მატჩი — ლივერპულმა ენფილდზე ფულემი დაამარცხა

News image

9 სთ წინ

დაწყევლილი 32-ე და 33-ე ტურები - კიდევ ერთხელ განიავებული პრემიერ ლიგა?

News image

6 სთ წინ

გიოკერესი არსენალის მარცხს მოედანს აბრალებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება