• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არსენალი - 20 წლიანი ლოდინის დასასრული
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი - 20 წლიანი ლოდინის დასასრული

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში არსენალმა შინ ატლეტიკო 1:0 დაამარცხა და 20 წლის შემდეგ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეთოფეთა მეტოქის ვინაობას მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი დღეს, ალიანს არენაზე გაარკვევენ. 



2006 წლის 25 აპრილს, ესტადიო დე ლა სერამიკაზე წამით ყველაფერი გაიყინა. 90-ე წუთზე, მსაჯის სასტვენის მომლოდინე ხუან რომან რიკელმემ ბურთს აკოცა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე დადო. არგენტინელის დარტყმული იენს ლემანმა მოიგერია - ისტორიაში პირველად არსენალი უდიდესი ევროპული ტურნირის ფინალში გავიდა. 


იენს ლემანი იგერიებს რიკელმეს პენალტს 
90-ე წუთზე. 2006.


გერმანელი კიპერის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ლემანი პარიზში გამართული ფინალური მატჩის მე-18 წუთზე გააძევეს მოედნიდან - არსენალის მეკარემ მასთან პირისპირ გასული სამუელ ეტოო წააქცია. 


კაცნაკლულობის მიუხედავად, მეთოფეები ბარსელონასთან სოლ კემბელის გოლით დაწინაურდნენ. ლონდონელებმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს. თამაშში გარდატეხა ფრენკ რაიკაარდის ცვლილებებმა მოახდინა - შეცვლაზე შემოსულმა ჰენრიკ ლარსონმა ჯერ სამუელ ეტოოს გაატანინა, შემდეგ კი ასევე ცვლილებაზე შემოსულ ჯულიანო ბელეტის.


თქვენ სულ რონალდინიოზე საუბრობთ, მაგრამ მე დღეს რონალდინიო ვერ დავინახე, მე ჰენრიკ ლარსონი დავინახე, ის საკვანძო იყო თამაშში
ტიერი ანრი ფინალის შემდეგ.


ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის 
ფინალის წაგების შემდეგ. 2006.


პარიზის ფინალის შემდეგ არსენალისთვის მძიმე პერიოდი დაიწყო. ვენგერის ტიტულოვანმა გუნდმა რვა წელი გაატარა უტიტულოდ. ამ დროის განმავლობაში გუნდი არაერთმა ლიდერმა დატოვა: ანრი და ფაბრეგასი ბარსელონას შეუერთდნენ, ეშლი კოული ჩელსის. რობინ ვან პერსიმ კი პრემიერ ლიგის მოსაგებად მანჩესტერ იუნაიტედს მიაშურა. 


რობინ ვან პერსი არსენალის მანჩესტერ 
იუნაიტედისთვის მოწყობილ საპატიო
დერეფანში. 2013.


არსენალის რვაწლიანი გვალვა 2014 წელს დასრულდა - მეთოფებმა ასოციაციის თასის ფინალში ჰალ სიტი 3:2 დაამარცხეს. 2017/18 წლების სეზონის ბოლოს კი ჩრდილოეთ ლონდონში უდიდესი ეპოქა დასრულდა - 22 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ არსენ ვენგერმა კლუბი დატოვა. ამ ოთხი სეზონის განმავლობაში, მეთოფეებმა კიდევ ორი ასოციაციის თასისა და ორი ქომუნითი შილდის მოგება მოახერხეს.


არსენ ვენგერი აღნიშნავს ჩელსის
წინააღმდეგ მოგებულ ასოციაციის თასს. 2017


2018 წელს არსენალი უნაი ემერიმ ჩაიბარა და მეთოფეები ევროპა ლიგის ფინალში ათამაშა - ბაქოში გამართულ დაპირისპირებაში არსენალი ჩელსისთან 1:4 განადგურდა. ესპანელი თანამდებობიდან 2019 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს, დროებით მწვრთნელად კი კლუბის ლეგენდა, გრედი ლუნგბერგი დანიშნეს.


ჩელსი 4:1 არსენალი. 
ევროპა ლიგის ფინალი. 2019.


2019 წლის 22 დეკემბერს, ჩრდილოეთ ლონდონში ახალი ეპოქა დაიწყო - არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გახდა - არსენალმა პირველივე სეზონში მოიგო ასოციაციის თასი, ზაფხულში კი არტეტამ ქომუნითი შილდის ფინალში ლივერპული დაამარცხა.


პიერ ემერიკ ობამეიანგი ასოციაციის თასით 
ხელში. არსენალი 2:1 ჩელსი. 2020.


ბუკაიო საკა, მარტინ ედეგორი, დეკლან რაისი და სხვა, ახალი ლიდერებით, არტეტას არსენალი ინგლისის მასშტაბით კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა. 2022/23 წლების სეზონში მეთოფეები ძალიან ახლოს იყვნენ ნანატრი პრემიერ ლიგის მოგებასთან - ასევე ბოლო ტურებში გაანიავეს საჩემპიონო შანსი 2024 წელს. მტკივნეულ სეზონებს შორის არსენალმა კიდევ ერთი ქომუნითი შილდი მოიგო - არტეტამ ფინალში ყოფილი მენტორი, პეპ გვარდიოლა დაამარცხა. 


არსენალი 0:2 ასტონ ვილა. 2024.


გასულ სეზონში არსენალი 19 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - მეთოფეებმა ორივე მატჩი დათმეს ტურნირის ტრიუმფატორ პარი სენ-ჟერმენთან.


ერთი წლის შემდეგ არტეტას გუნდმა კვლავ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის  ნახევარფინალში, ამჯერად ყველაფერი მეთოფეთა სასიკეთოდ დასრულდა - არსენალმა ორი მატჩის ჯამში მადრიდის ატლეტიკო 2:1 დაამარცხა და ოცი წლის შემდეგ ევროპის უმაღლესი სცენის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.


არსენალი აღნიშნავს ჩემპიონთა ლიგის 
ფინალში გასვლას.  2026.


სანამ არტეტა და მისი გუნდი 30 მაისს, ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ, მანამდე შიდა ასპარეზზე დარჩენილი საქმეა ბოლომდე მისაყვანი - პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, არსენალი ცხრილის სათავეშია და 22-წლიანი ლოდინის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. 


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
არტეტა
ჩემპიონთა ლიგა
ანრი
პრემიერ ლიგა
ვენგერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბაიერნი და არსენალი რაშფორდის სიტუაციას აკვირდებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი და არსენალი რაშფორდის სიტუაციას აკვირდებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ თუ ბაიერნი? საკას მინიშნება არსენალისთვის სასურველ მეტოქეზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ თუ ბაიერნი? საკას მინიშნება არსენალისთვის სასურველ მეტოქეზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვენგერი რუნის არსენალის ზეიმის კრიტიკაზე არ ეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვენგერი რუნის არსენალის ზეიმის კრიტიკაზე არ ეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - ქართველი გენიოსი ჩემპიონთა ლიგის ცენტრში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - ქართველი გენიოსი ჩემპიონთა ლიგის ცენტრში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

ბაიერნი და არსენალი რაშფორდის სიტუაციას აკვირდებიან

News image

9 სთ წინ

პსჟ თუ ბაიერნი? საკას მინიშნება არსენალისთვის სასურველ მეტოქეზე

News image

8 სთ წინ

ვენგერი რუნის არსენალის ზეიმის კრიტიკაზე არ ეთანხმება

News image

6 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია - ქართველი გენიოსი ჩემპიონთა ლიგის ცენტრში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება