VIDEO: მარცხი ოვერტაიმში - გოგას ორლანდომ ჰიუსტონში წააგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA-ის რეგულარულის მისთვის მე-14 შეხვედრაში, ჰიუსტონ როკეტსთან სტუმრად ითამაშა და ოვერტაიმის შედეგად დამარცხდა - 113:117.
მე-4 მეოთხედის საწყის წუთებში, ორლანდოელებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ვერ შეინარჩუნეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა, იქ კი უკეთესი ჰიუსტონელები აღმოჩნდნენ.
მასპინძელთა მხრიდან, კევინ დურანტი (35 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი) გამოირჩა, ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ალფერენ შენგიუნსაც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ბევრი არ დააკლდა - 30 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი.
ორლანდოსგან ყველაზე შედეგიანი ისევ ფრანც ვაგნერი (29 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი) გახლდათ, კარგი თამაში ჰქონდა დესმონდ ბეინსაც - 26 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი.
რაც შეეხება გოგას, მან პარკეტზე 15:33 წუთი გაატარა და 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. თითო-თითო ჩაჭრა და ბლოკიც ჰქონდა.
14 მატჩის შემდეგ, მეჯიქს 7-7 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს. მომდევნო თამაშს, 19 ნოემბრის 04:00 საათზე, გოლდენ სტეიტ უორიორსთან საკუთარ დარბაზში გამართავს.