VIDEO: გამარჯვება ყოფილ გუნდთან - შენგელია ბარსასგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურში, თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მის ყოფილ გუნდს ბასკონიას 8-ქულიანი სხვაობით აჯობა - 91:83.
თოკომ ბასკონიელთა რიგებში 6 წლის განმავლობაში (2014-2020) ითამაშა და მათი კაპიტანი იყო. გუშინდელ შეხვედრაში კი 14 ქულა ჩაუგდო, რასაც 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიამატა.
ბარსას რიგებიდან, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ვილი კლაიბერნს ჰქონდა, რომელმაც 24 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა და მატჩის ყველაზე შედეგი მოთამაშის სტატუსი გაიფორმა.
კატალონიელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და ეს მათთვის მე-7 ტურში მხოლოდ მე-3 გამარჯვებაა. 23 ნოემბერს, მათნაირი შედეგის მქონე გრან კანარიას ესტუმრებიან.