VIDEO: მე-2 მარცხი ჩემპიონატში - ტენერიფემ უშუალო კონკურენტთან წააგო და ლიდერობა დათმო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი წააგო. კანარიელები ერთ-ერთ კონკურენტ ვალენსიასთან სტუმრად დამარცხდნენ - 79:96.
მე-7 ტურის წინ, ვალენსია და ტენერიფე, რეალ მადრიდთან და მურსიასთან ერთად, თანაბარი 5-5 მოგებით, ჩემპიონატის თანალიდერები იყვნენ, მათი ურთიერთშეხვედრა კი კიდევ უფრო მეტ პრინციპულობას იძენდა.
პირველი ორი მეოთხედი ქულა-ქულაში და სერიოზული ბრძოლის ფონზე წარიმართა, მე-3 მეოთხედიდან კი მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ის ხელიდან აღარ გაუშვიათ.
შერმადინმა პარკეტზე 22:31 წუთი გაატარა და 11 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
7 ტურის შემდეგ, ვალენსია და რეალი, 6-6 მოგებით, თანალიდერებად რჩებიან, მათ ცხრილში, 5-5 მოგებით, ჯუვენტუდ ბადალონა, ტენერიფე და მურსია მიყვებიან.
23 ნოემბერს, შერმადინის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ სარაგოსას სტუმრად ეთამაშება. სარაგოსელებს 2 მოგება და 5 წაგება აქვთ.