VIDEO: მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ - ბარსელონამ გალათასარაიც გაანადგურა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა სეზონის სტარტზე იდეალურ უდანაკარგო სვლას აგრძელებს.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ფლიკის გუნდმა სტუმრად გალათასარაი 4:1 გაანადგურა.
მატჩში მასპინძლები დაწინაურდნენ - 28-ე წუთზე ბატრაკოვმა ლეაუს პასით შეძლო თურქული გუნდის წინ გაყვანა. 34-ე წუთზე სტამბოლელებმა მეორეც გაიტანეს, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ბარსელონა იყო - ტაიმის მიწურულს ჟოაო კანსელომ წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევარში კი კატალონიელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი ფერმინმა, ენტონი გორდონმა და კარიმ ადეიემიმ გამოიჩინეს. ორი საგოლე პასით გამოირჩა ლამინ იამალი, ადეიემის გოლზე კი ასისტენტის როლი გაბრიელ ჟესუსმა მოირგო.
ბარსელონამ 2 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, გალათასარაიმ კი მეორე მატჩი წააგო და პირველი ორი მატჩის შემდეგ 0 ქულა აქვს.