VIDEO: მე-100 მატჩი დიდ სლემებზე - ალკარასი AO-ს 1/8 ფინალში გავიდა
23 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში ფრანგი კორენტინ მუტე 2 საათსა და 5 წუთში დაამარცხა - 6:2; 6:4; 6:1.
თამაშს ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც ახლდა - ალკარასი დიდი სლემის ტურნირებზე მე-100 შეხვედრას ატარებდა. ესპანელმა ვარსკვლავმა 87-ე გამარჯვება იზეიმა და ამ ასაკში მსგავსი შედეგით ლეგენდარულ ბიორნ ბორგს გაუთანაბრდა - 87:13 დიდ სლემებზე.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი შემდეგ წრეში მე-19 ნომრად განთესილ ამერიკელ ტომი პოლს შეხვდება, რომელთანაც უშუალოდ ჰარდის საფარზე ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა აქვს - 2:2.
კარლოს ალკარასმა გასული წლის AO-ზე გამოსვლა 1/4 ფინალში დაასრულა - ნოვაკ ჯოკოვიჩთან 4 სეტში დამარცხდა. შესაბამისად, თუკი პოლს მოუგებს, სარეიტინგო ქულებს დაიცავს და შემდეგ პროგრესის საშუალებაც ექნება. მის კონკურენტ იანიკ სინერს კი საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი.