VIDEO: მუზეტის გამორჩეული შედეგი - 1/4 ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ცნობილია
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იანიკ სინერისა და კარლოს ალკარასის შემდეგ, ლორენცო მუზეტი 2000 წლის შემდეგ დაბადებული მე-3 ჩოგბურთელია, რომელმაც 4-ვე დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში გასვლა შეძლო.
მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა მუზეტიმ ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში ATP-ის რეიტინგის მე-9 ნომერ ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დამაჯერებლად, 3-სეტიან ბრძოლაში მოუგო - 6:2; 7:5; 6:4.
იტალიელი მომდევნო წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. სერბმა ლეგენდამ 1/8 ფინალში დაისვენა, რადგან მისი მეტოქე იაკუბ მენშიკი ტურნირს ჩაეხსნა.