VIDEO: ზედიზედ 22-ე ტაიბრეიკი მოიგო - საბალენკა AO-ს 1/4 ფინალში 18 წლის მეტოქეს შეხვდება
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში სეტწაუგებლად გავიდა.
ბელარუსმა ჩოგბურთელმა კანადელ ტალანტ ვიქტორია მბოკოს 6:1; 7:6 აჯობა და ორ სეტში ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო. საბალენკა AO-ს 1/4 ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ არინამ ზედიზედ 22-ე ტაიბრეიკი მოიგო - მათგან 19 გასულ სეზონში და 3 მიმდინარე ტურნირზე.
არინა საბალენკას შემდეგი მეტოქე იქნება 18 წლის ივა იოვიჩი, რომელმაც ყაზახი იულია პუტინცევა გაანადგურა და ჯამში მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო - 6:0; 6:1.