VIDEO: მოქმედი ჩემპიონი გავარდა - კიზი პეგულამ 2 სეტში დაამარცხა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის 2025 წლის ჩემპიონი, ამერიკელი მედისონ კიზი წლევანდელ გათამაშებას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
კიზი მსოფლიოს მე-6 ჩოგან თანამემამულე და მისივე პოდკასტის თანაწამყვან ჯესიკა პეგულასთან 78 წუთში, 3:6; 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამით AO-ზე მედისონ კიზის 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.
პეგულა 1/4 ფინალში გავიდა კიდევ ერთ თანამემამულე ამანდა ანისიმოვაზე, რომელმაც განვლილი 4-ვე შეხვედრა სეტწაუგებლად მოიგო.