VIDEO: მე-5 საგოლე მოქმედება - ნონიკაშვილის გუნდი შახტართან ერთად თანალიდერია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შოთა ნონიკაშვილმა, უკრაინის პრემიერ ლიგის ეგიდით, 2026 წელს პირველი გოლი გაიტანა. მისმა ლნზ ჩერკასიმ კრივბასი სტუმრად 3:0 დაამარცხა და კვლავ თანალიდერია.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა, 5 წუთში კი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში მე-5 საგოლე მოქმედებაა - 3 გოლი და 2 ასისტი.
ნონიკაშვილის გუნდმა - ზედიზედ მე-4, ბოლო 11 ტურში კი მე-10 თამაში მოიგო. შედეგად, 50 ქულა მოაგროვა და, შახტართან ერთად, პრემიერ ლიგის თანალიდერია. ოღონდ, დონეცკელებს მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
13 აპრილს სწორედ ლიდერები ხვდებიან - ლნზ ჩერკასი შახტარს მასპინძლობს.