საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, საერთაშორისო ტურნირ Danube Cup-ზე, ჩემპიონობა იზეიმა.
ჩვენმა წყალბურთელებმა ტურნირზე სლოვაკეთის, ავსტრალიისა და კანადის ნაკრებები დაამარცხეს, რითაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
ეროვნული გუნდი მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, Danube Cup-იც სწორედ ამ მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა Danube Cup-ზე ისტორიაში პირველად იასპარეზა.