VIDEO: მერკვილაძის კარიერის რეკორდი და MVP როტერდამდთან
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველმა კალათბურთელმა ალექსანდრე მერკვილაძემ ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ლიგაში კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
მისმა გუნდმა, დონარ გრონინგენმა, სტუმრად როტერდამი დამაჯერებელი სხვაობით 83:70 დაამარცხა.
მას შემდეგ, რაც ოთხი დღის წინ ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში კვიპროსულ აელთან პირველი პროფესიული ორმაგი დუბლი (21 ქულა, 12 მოხსნა) გაიფორმა, მერკვილაძემ საკუთარი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა.
ქართველმა 30 ქულა დააგროვა.
მერკვილაძემ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და 9-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქულებთან ერთად, მის ანგარიშზე 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა, რის შედეგადაც იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შვიდი ჩატარებული მატჩიდან ოთხი მოგებით გრონინგენი სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.
მერკვილაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს და სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ ბრიუსელს დაუპირისპირდება.