MLS-ის პლეიოფის ნახევარფინალში ინტერ მაიამი ნიუ იორკ სიტის დაუპირისპირდა და 5-1 გაანადგურა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები ალიენდემ (3), სილვეტიმ და სეგოვიამ გაიტანეს.
სილვეტის გოლის დროს საგოლე გადაცემა ლიონელ მესიმ მიითვალა, რომლისთვისაც ეს სარეკორდო ასისტი იყო.
მესის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე პასი დაუგროვდა.
1. ლეო მესი - 405 ასისტი
2. ფერენც პუშკაში - 404 ასისტი
3. პელე - 369 ასისტი
ინტერ მაიამი კი MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა და ფინალში ვანკუვერ უაითქეფსს დაუპირისპირდება, სადაც ტომას მიულერი თამაშობს.