ლოტარ მათეუსს ჰკითხეს, ვინ ურჩევნია, მესი თუ რონალდუ.
- ვინ ჯობია: მესი თუ რონალდუ?
„მე მესის ფანი მისი სტილის გამო ვარ. თუმცა არ მიყვარს თქმა, რომ ის რონალდუს ბევრად სჯობს, იმიტომ რომ მათ განსხვავებული სტილი აქვთ. რონალდუ ფიზიკურად არის უფრო ძლიერი, მესი კი ბევრად ჭკვიანია.
თუ რონალდუ თამაშით მოკლე ვადით გასიამოვნებს, მესით სიამოვნების მიღება დიდი ხნის განმავლობაში არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ მირჩევნია მესი. ის ფეხბურთისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ერთ-ერთ მათგანთან თამაშის შესაძლებლობა რომ მქონოდა, აუცილებლად არგენტინელ მაესტროს ავირჩევდი." - აღნიშნა მათეუსმა.