VIDEO: გოლი და 3 საგოლე პასი - მესიმ ინტერ მაიამი 1/2 ფინალში გაიყვანა
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის პლეიოფის 1/4 ფინალში ინტერ მაიამი ცინცინატის დაუპირისპირდა და 0-4 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ლიონელ მესიმ ულიდერა, რომელმაც გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
არგენტინელმა მე-19 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, მეორე ტაიმში კი 3 ასისტი გააკეთა, ერთხელ მატეო სილვეტის გაატანინა, დუბლი კი ტადეო ალიენდემ შეასრულა.
ლიონელ მესის, არგენტინელს კარიერაში 1300 გოლი + საგოლე გადაცემა დაუგროვდა - 896 გოლი და 404 ასისტი.
ინტერ მაიამი 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიუ იორკ სიტი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ფილადელფია უნიონი დაამარცხა 0-1. მატჩი 30 ნოემბერს გაიმართება.