ტელეკომპანია TV3-მა ბარსელონას სოსიოსებს [წევრებს] ლიონელ მესის კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ კითხვით მიმართა.
ეს საკითხი ბლაუგრანას საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში განიხილებოდა, რომელიც გუშინ გაიმართა და ჟოან ლაპორტას გამარჯვებით დასრულდა. არჩევნებში ხმის მიცემის გარდა, სოსიოსებს აზრი მესის შესახებაც ჰკითხეს.
TV3-ის გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:
55,5% — მხარს უჭერს მესის პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი, საზეიმო მატჩის ორგანიზებას.
28% — ისურვებდა, რომ არგენტინელი კლუბის საპატიო პრეზიდენტად დაინიშნოს.
10% — სურს, რომ ლეო გუნდში ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდეს.
6% — მისი დაბრუნების წინააღმდეგია.
როგორც ჩანს, კლუბის წევრების უმეტესობა მესის მომავალს არა მოედანზე, არამედ კლუბის სიმბოლურ და საპატიო როლში ხედავს.