VIDEO: მოდრიჩის სტილში - ყაზაიშვილმა ჩინეთში უელეგანტურესი გოლი გაიტანა
05 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მისმა შანდონ ტაიშანმა შინ დალიან იინბოსთან 1:2 წააგო.
73-ე წუთზე, როცა შანდონელები 0:2-ს აგებდნენ, ვაკომ სხვაობა ულამაზესი დარტყმით შეამცირა - გარე ტერფით, ლუკა მოდრიჩის სტილში, გაიტანა და, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყაზაიშვილმა ახალ სეზონში პირველად შეაგდო, აქამდე აქტივში 1 საგოლე გადაცემა (ლიიან ტიერენთან) ჰქონდა.
ქართველმა შემტევმა სუპერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 32 საგოლე მოქმედება მიითვალა - 27 გოლი და 5 ასისტი. შედეგად, ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ახალი ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო, -6 ქულით დაიწყო, შესაბამისად, 4 ტურის შემდეგ ახლა 0 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება. ფედერაციამ ჯამში 9 გუნდი დაასანქცირა.
11 აპრილს, ვაკოს გუნდი სტუმრად ჰენან სონშანს შეხვდება, რომელმაც სეზონი ასევე -6 ქულით დაიწყო და ახლა 1 ქულა აქვს.