VIDEO: მოქმედი ჩემპიონი კვლავ მარტივად იგებს - სინერი AO-ს 1/2 ფინალშია
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობაზე ბოლო 1/4 ფინალური დაპირისპირება გაიმართა.
ამერიკელი ბენ შელტონი ტურნირის მოქმედ ჩემპიონ იანიკ სინერს შეხვდა და 3 სეტში (6-3, 6-4, 6-4) დამარცხდა.
იტალიელი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, სულ კი დიდი სლემების ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. სინერმა AO-ზე ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო და მიმდინარე ტურნირზე ჯერ კიდევ სეტის წაუგებლად მიიწევს წინ.
იტალიელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც ლორენცო მუზეტის ბარიერი გაიარა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ალექსანდერ ზვერევი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდებიან.