VIDEO: მოულოდნელი მარცხი ოლდ ტრაფორდზე — იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანაკრებო პაუზისა და FA თასის გამო, უკანასკნელი მატჩი მანჩესტერს 21 მარტს, ბორნმუთთან ჰქონდა ჩატარებული, რომელშიც ფრე ითამაშა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა კერინის გუნდმა საკუთარ მოედანზე ლიდს იუნაიტედს უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.
ლიდსის მხრიდან დუბლით თავი ნოა ოკაფორმა შეასრულა, იუნაიტედის რიგებში კი, რომელიც სხვათაშორის, ლუკ შოს გაძევების გამო 56-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, თავი გოლით კაზემირომ გამოიჩინა, თუმცა ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
იუნაიტედმა კერიკის ხელმძღვანელობით საკუთარ კედლებში პირველი მატჩი დათმო, გუნდს 55 ქულა დარჩა და ჯრეჯერობით მე-3 პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა მეოთხეადგილოსანი ასტონ ვილა დაეწია ქულებით და ახლა წითელი ეშმაკები მესამეობას მხოლოდ უკეთესი ბურთების სხვაობის ხარჯზე ინარჩუნებენ.
შემდეგ მატჩს იუნაიტედი 18 აპრილს, სტუმრად ჩელსისთან გამართავს.