იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურში რომამ სტადიო ოლიმპიკოზე ნაპოლი მიიღო.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 36-ე წუთზე გავიდა. სტუმრების მხრიდან თავი დავიდ ნერესმა გამოიჩინა, რომელსაც საგოლე პასი რასმუს ჰოილუნდმა გაუკეთა.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში რომაელებმა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს და ნაპოლისთან 0-1 დამარცხდნენ.
ამ მოგების შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდს 28 ქულა დაუგროვდა და ლიდერ მილანს გაუთანაბრდა, ცხრილის ოთხეულში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა.