იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურში ლეჩემ საკუთარ მოედანზე ნაპოლი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
69-ე წუთზე ანგარიში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გახსნა და საბოლოოდ ნაპოლის მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
9 მატჩის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდს 7 მოგებითა და 2 წაგებით 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მომდევნო ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე კომოს დაუპირისპირდება.
69' ანგისა 0-1