ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ხდება.
სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით იტალიელი კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გააფორმებს და ხელშეკრულებას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში გააგრძელებს.
ადვოკატების მიერ დოკუმენტების ფორმალური შემოწმების შემდეგ მხარეები ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებენ.
სპალეტი იუვენტუსში იგორ ტუდორს ჩაანაცვლებს, რომელიც 8-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ გაათავისუფლეს.
66 წლის სპეციალისტი ბოლოს იტალიის ნაკრებს წვრთნიდა, სადაც 2023-25 წლებში იმუშავა, მანამდე კი, 2021-23 წლებში ნაპოლის თავკაცობდა, რომელსაც სერია ა-ც მოაგებინა.
სხვადასხვა დროს სპალეტი მილანის ინტერისა და რომას მწვრთნელიც იყო.