VIDEO: ოკლაჰომამ დენვერს გაუთანაბრა, ინდიანა კონფერენციის ფინალთან ერთ ნაბიჯშია
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში მორიგი მატჩები გაიმართა.
მე-4 მატჩი შედგა დენვერ ნაგეთსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 87-92 დასრულდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2-2).
მოგებულ გუნდს შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა 25 ქულით, ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე კი 27 ქულა და 13 მოხსნა იყო.
გუნდებს შორის მე-5 მატჩი 14 მაისს გაიმართება.
სერიის დასრულებასთან ერთ ნაბიჯშია ინდიანა პეისერსი, რომელმაც კლივლენდ კავალიერსს 129-109 მოუგო და საერთო ანგარიში 3-1 გახადა.