NBA-ს პლეიოფში სერიების მე-3 მატჩები გაიმართა.
ბოსტონური მატჩების შემდეგ სელტიკსი ნიუ იორკს ესტუმრა და ნიქსი 93-115 დაამარცხა.
მოგებულ გუნდს პეიტონ პრიჩარდმა (23 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმმა (22 ქულა, 9 მოხსნა) ულიდერეს.
სერიაში ანგარიში 2-1 არის ნიქსის სასარგებლოდ. მე-4 მატჩი 13 მაისს გაიმართება.
სერიის მე-3 მატჩში გამარჯვება მოიპოვა მინესოტა ტიმბერვულვზმაც, რომელმაც გოლდენ სტეიტ უორიორსი 97-102 დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა (2-1).
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ენტონი ედვარდსმა, რომელმაც 36 ქულა მიითვალა.
გუნდებს შორის მე-4 მატჩი ასევე 13 მაისს შედგება.