უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ოლიმპიაკოსმა საკუთარ მოედანზე ლევერკუზენს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს.
მე-60 წუთზე ანგარიში პატრიკ შიკმა გახსნა, 3 წუთში კი ჩეხმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
საბოლოოდ მატჩი 0-2 დასრულდა და გერმანულმა გუნდმა საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
60' შიკი 0-1
63' შიკი 0-2