ბელგიელი სპორტული ჟურნალისტი, საშა ტავოლიერი ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სენტ-ეტიენმა ოლიმპიაკოსისგან სიტყვიერი შეთავაზება მიიღო, რომელიც 10.5 მილიონ ევროდ (+3 მილიონი ბონუსები) იყო შეფასებული.
თუმცა ფრანგულმა კლუბმა პირეოსელების შეთავაზება უარყო. როგორც ტავოლიერი წერს, ბერძნული კლუბი ზურიკოსთვის ბრძოლაში მარტო არ არის.
კიდევ ერთი ჟურნალისტის, ექრემ ქონურის ცნობით, დავითაშვილის შესახებ შეთავაზება ბენფიკამაც გააკეთა 8 მილიონი ევროს ოდენობით. მისი თქმით, ქართველი შემტევით ბეშიქთაში, ლილი, მონაკო და ევერტონიც ინტერესდებიან.
ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მწვანეები საფრანგეთის ლიგა 2-ში 18 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-4 ადგილზე არიან და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვიან. მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ზურიკო ბომბარდირთა დავის ლიდერებს 1 გოლით ჩამორჩება.