მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეთსი ფინიქს სანსს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 149-141 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა - 31 ქულა, 21 მოხსნა და 22 შედეგიანი გადაცემა.
ეს ისტორიული შედეგია, რადგან NBA-ში პირველად დააფიქსირა მოთამაშემ 30+ ქულა, 20+ მოხსნა და 20+ შედეგიანი გადაცემა ერთ მატჩში.
ამასთან NBA-ს ისტორიაში ერთ თამაშში დაგროვებული 22 ასისტი ცენტრებს შორის საუკეთესო შედეგია.
დენვერი 63 მატჩში 41 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ნაგეთსზე წინ მხოლოდ ოკლაჰომა სიტი თანდერი და ლოს ანჯელეს ლეიკერსი არიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები