4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარულ სეზონში ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და ნიუ იორკ ნიქსის დაპირისპირება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ოვერტაიმში გაირკვა და საბოლოოდ ლეიკერსმა 113-109 იმარჯვა.
კალიფორნიელებს უკვე ტრადიციულად ლუკა დონჩიჩმა და ლებრონ ჯეიმსმა ულიდერეს.
სლოვენიელმა 32 ქულა, 7 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მეფემ კი 31 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ეს ლეიკერსის ზედიზედ მე-8 გამარჯვებაა, ჯამში კი გუნდი 61 შეხვედრაში 40 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები