VIDEO: ფრე სტუმრად კონკურენტთან - კვერნაძემ ჩემპიონატში მე-4 საგოლე მოქმედება შეასრულა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია B-ს მიმდინარე სეზონში მე-4 საგოლე მოქმედება მიითვალა. მისმა ფროზინონემ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ მონცასთან სტუმრად 2:2 ითამაშა.
მატჩის მე-4 წუთზე, კვერნაძემ თანაგუნდელ ფარეს გეჯემისს გრძელი პასი გაუკეთა, სწრაფ შეტევაზე გაუშვა, რასაც კარგი სოლო რეიდი და გოლი მოჰყვა.
კვერნაძემ წლევანდელ სერია B-ში, 2 გოლთან ერთად, მე-2 საგოლე პასი მიითვალა. კიდევ ერთი გოლი გაიტანა თასზე - აგვისტოში, სწორედ მონცას წინააღმდეგ.
20 ტურის შემდეგ, ფროზინონეს 42 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია - ვენეციას 1 ქულით უსწრებს, იმავე მონცას - 4-ით, ხოლო ფილიპო ინძაგის გაწვრთნილ პალერმოს - 5-ით.
ქართველის გუნდი მომდევნო ტურში, 24 იანვარს, მე-14 ადგილოსან რეჯიანას უმასპინძლებს.