საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ლე ავრი მიიღო. მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, 50-ე წუთზე სხვაობა ორამდე გონსალო რამოშმა გაზარდა.
მე-60 წუთზე კი ისა სუმარემ ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოოდ მატჩი 2-1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 73-ე წუთზე ბრედლი ბარკოლას ნაცვლად ჩაერთო.
პარიზულ გუნდს ლიგა 1-ის ამ სეზონში 5 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და კვლავ დაუმარცხებელია - 24 მოგება, 5 ფრე.
8' დუე 1-0
50' რამოში 2-0
60' სუმარე 2-1