ლუის ენრიკე პსჟ-ში თავის მუშაობას წარმატებულს ვერ უწოდებს.
„არ მიმაჩნია, რომ წარმატებული ვარ. აქ იმისთვის ვმუშაობ, რომ ისტორია დავწერო და ყველაფერი გავაკეთო, რათა ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიგო." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ენრიკე პსჟ-ს 2023 წლის ივლისიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი.
ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი შარშან 1/2 ფინალში დორტმუნდთან დამარცხდა, წელს კი ამავე სტადიაზე არსენალს დაუპირისპირდება.