სერია ა-ს მე-14 ტურში მილანმა სტუმრად ტორინო 3:2 დაამარცხა.
მე-17 წუთისთვის ალეგრის გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა სიტუაციის თავდაყირა დაყენება შეძლო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
ერთი გოლი ადრიენ რაბიომ შეაგდო, მეორე ნახევარში კი დუბლით თავი კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინა.
ამ გამარჯვებით მილანმა 31 ქულა დააგროვა და ცხრილში ნაპოლის გაუთანაბრდა, თუმცა როსონერი პირველ ადგილს ბურთების უკეთესი სხვაობის გამო იკავებს.
1-0 ვლაშიჩი 10' (პენ)
2-0 საპატა 17'
2-1 რაბიო 24'
2-2 პულიშიჩი 67'
2-3 პულიშიჩი 77'