FA თასის ნახევარფინალში, უემბლიზე მანჩესტერ სიტი საუთჰემპტონის დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი იყო და უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის ბოლოს კი ნამდვილი დრამა დაიდგა.
79-ე წუთზე საუთჰემპტონი ფინ აზაზმა ლამაზი დარტყმით დააწინაურა, თუმცა სოტონის ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა.
83-ე წუთზე ჯერ ჯერემი დოკუმ გაათანაბრა ანგარიში, 87-ე წუთზე კი ნიკო გონსალესმა შორიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა გოლი და მანჩესტერ სიტის ფინალის საგზური მოუპოვა.
პეპ გვარდიოლას გუნდი FA თასის ფინალში ჩელსისა და ლიდსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ სიტი ამ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.