თუკი პეპ გვარდიოლა სიტის ამ ზაფხულს დატოვებს, ენცო მარესკა კლუბის ჩასაბარებლად მთავარ კანდიდატად დასახელდა. მარესკა მას შემდეგაა უმუშევარი, რაც ჩელსის მწვრთნელის პოსტიდან კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭების გამო გადადგა.
The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. სიტის ამჟამინდელ თავკაცს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა საფეხბურთო სამყაროში იზრდება მოლოდინი, რომ ის პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს. პრემიერ ლიგის გრანდი უკვე ამზადებს სათადარიგო გეგმას ესპანელის წასვლის შემდგომი ცხოვრებისთვის.
მათ მარესკა იდეალურ ვარიანტად მიიჩნიეს. მან კარგად იცის კლუბის შიდა სამზარეულო, რადგან გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა 2023 წელს, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. მან ასევე შთამბეჭდავი სამუშაო გასწია ლესტერ სიტიში, სადაც იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა. მისმა ლესტერმა ჩემპიონშიპის ტიტული დაუჯერებელი 97 ქულით მოიგო და პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა.
ამის შემდეგ მარესკამ ჩელსი ჩაიბარა, სადაც გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია მოუპოვა. 46 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ლონდონელებმა ასევე მოიგეს კონფერენს ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.